ევროპულ საქმეებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი – ტრამპის ადმინისტრაციის თავხედური და დომინანტური პოლიტიკის რეალიზება ევროპის მიმართ, საშინელებაა – უკრაინაში მშვიდობას მხოლოდ და არ უნდა საზღვრავდნენ

უკრაინაში მშვიდობას მხოლოდ და არ უნდა საზღვრავდნენ. ამის შესახებ ევროპულ საქმეებში ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუ შეიმ განაცხადა. მისი სიტყვები ჩინურ გამოცემა South China Morning Post-ს მოჰყავს.
მან განაცხადა, რომ ის “შოკირებულია” იმით, თუ როგორ ეპყრობა აშშ-ის პრეზიდენტი ევროპაში ამერიკის მოკავშირეებს და აღნიშნა, რომ მხოლოდ აშშ და რუსეთი არ უნდა განსაზღვრავდნენ უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმებას.
“როდესაც უყურებთ იმას, თუ როგორ ახდენს ტრამპის ადმინისტრაცია ევროპის მიმართ თავხედური და დომინანტური პოლიტიკის რეალიზებას, როდესაც ასე იქცევა თავის მოკავშირეებთან, სიმართლე გითხრათ, ევროპული გადმოსახედიდან ეს უბრალოდ საშინელებაა.
ვთვლი, რომ ევროპელი მეგობრები ამაზე უნდა დაფიქრდნენ და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეადარონ ჩინეთის მთავრობის პოლიტიკასთან.
ამგვარად, ისინი დაინახავენ, რომ ჩინეთის დიპლომატიური მიდგომა აქცენტს აკეთებს მშვიდობაზე, მეგობრობაზე, კეთილ ნებასა და ურთიერთმომგებიან თანამშრომლობაზე”, – განაცხადა შეიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამშვიდობო პროცესი უნდა ითვალისწინებდეს ყველა დაინტერესებული მხარის აღიარებასა და მონაწილეობას, მათ შორის ევროპული ქვეყნების.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ