ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მზია ამაღლობელის პროცესი 13 მარტამდე გადაიდო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 13 მარტს გადაიდო.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა სხვადასხვა შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს, რომელთა ნაწილი მოსამართლე სალიხ შაინიძემ არ დააკმაყოფილა.
მომდევნო სხდომაზე ადმინისტრაციულ საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.
მზია ამაღლობელის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეზე აუცილებლად უნდა გამოიკითხონ აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები, გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე. მათ მიაჩნიათ, რომ მზია ამაღლობელს უსაფუძვლოდ ედავებიან, წარდგენილი ადმინისტრაციული ბრალდებით.
“მტკიცებულებები გვაქვს, რომელიც ადასტურებს, რომ მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე დაწყებულია ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით და სიმართლეს არ შეესაბამება”, – აღნიშნა ადვოკატმა
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ, რომ გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა უნდა მოხდეს.
მოსამართლის განმარტებით, დღევანდელ პროცესზე მოწმეთა გამოკითხვა ვერ მოესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ბაჩიაშვილმა გაქცევის ფორმით ივანიშვილი და მისი ძალოვანი სტრუქტურები დაამცირა – მას გარედან შეუძლია იმუშაოს რეჟიმის უფრო შესარყევად, ციხეში გაანადგურებდნენ, გაძარცვავდნენ, დაასახიჩრებდნენ ან მოკლავდნენ