სერგეი ლავროვი – ემანუელ მაკრონის ბირთვული რიტორიკა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

ემანუელ მაკრონის ბირთვული რიტორიკა სთვის საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ს მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, იგი მზად არის ფრანგული ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესახებ დისკუსია დაიწყოს.
„რა თქმა უნდა, ეს რუსეთისთვის საფრთხეა. თუ ის საფრთხედ მიგვიჩნევს, თუ ის ევროპის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის მეთაურების შეხვედრას იწვევს და ამბობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება აუცილებელია, რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება, ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, ლავროვის თქმით, ში ევროპული ჯარების განლაგება ნატო-ს ჯარების განლაგებას ნიშნავს.
„ჩვენ ამ (ევროპული) ჯარების განლაგებას განვიხილავთ ისე, როგორც უკრაინაში ნატო-ს პოტენციურ მონაწილეობას. ეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში ნატო-ს ქვეყნების პირდაპირ ჩართვას ნიშნავს. ამის დაშვება არ შეიძლება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.