-ის უზენაესმა სასამართლომ USAID-ის 2 მილიარდი აშშ დოლარის გაყინვის თაობაზე ს ადმინისტრაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ USAID-ის 2 მილიარდი დოლარის გაყინვის თაობაზე პრეზიდენტ ს მოთხოვნა უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კერძოდ, 5 მარტს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, რომ კონგრესის მიერ დამტკიცებული საგარეო დახმარება გაყინული დარჩეს.
ამავდროულად, უზენაესმა სასამართლომ არ დააკონკრეტა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რაც თეთრ სახლს გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალებას აძლევს.
გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლომ 5-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი, ხოლო 4 წინააღმდეგ წავიდა.
ცნობისთვის, საუბარია USAID-ისა და სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო დახმარებისთვის გამოყოფილ 2 მილიარდ აშშ დოლარზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ იანვარში გაყინა, რათა ხარჯები შეემცირებინა და აღნიშნული ორგანოები მის დღის წესრიგთან თანხვედრაში მოეყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვიანიძე – დღეს ოფიციალურად ამოიწურა ჩემი მანდატის ვადა ბათუმის საკრებულოში – ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას

პროკურატურა – ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც არასრულწლოვანი მეზობლის მიმართ სექსუალური ხასიათის და გარყვნილი ქმედებები განახორციელა, ასევე, დაზარალებულს მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრა