დონალდ ტრამპი – ჯო ბაიდენის გიჟური და ძალიან სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, 21 მილიონი ადამიანი შემოვიდა შეერთებულ შტატებში, ჩვენ ვაძევებთ მათ და ვაძევებთ სწრაფად

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, 21 მილიონი ადამიანი შემოვიდა შეერთებულ შტატებში – ბევრი მათგანი იყვნენ მკვლელები, ადამიანებით მოვაჭრეები, ბანდის წევრები და სხვა კრიმინალები მთელი მსოფლიოს საშიში ქალაქების ქუჩებიდან, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, ეს ადამიანები „ძლიერად არიან ჩაბუდებული“ შეერთებულ შტატებში.
„ჯო ბაიდენის გიჟური და ძალიან სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, ისინი ახლა ძლიერად არიან ჩაბუდებული ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ ვაძევებთ მათ და ვაძევებთ სწრაფად“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“