“უნდა ვიპოვოთ ძალა, გავაგრძელოთ ერთმანეთის პატივისცემა” – ზელენსკი ტრამპთან დაპირისპირებაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ვაშინგტონში -ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაპირისპირების შემდეგ, კიდევ ერთხელ განმარტა საკუთარი პოზიცია. მან თქვა, რომ იმის მიუხედავად რაც თეთრ სახლში მოხდა, მხარეებმა უნდა გამონახონ ძალა, გააგრძელონ ერთმანეთთან თანამშრომლობა პატივისცემით.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მადლობელია იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ის აშშ-სგან იღებს ომის მთელი მიმდინარეობის განმავლობაში. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებისკენ.
“დღეს ბევრ ადამიანს აქვს ერთი და იგივე კითხვა: რა მოხდება აშშ-ს მხარდაჭერასთან დაკავშირებით? მე მაქვს მითითება უკრაინის თავდაცვის მინისტრისთვის, ჩვენი დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებთან და დიპლომატებთან, რომ დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს აშშ-ში და მიიღონ ოფიციალური ინფორმაცია. ხალხმა არ უნდა სჭირდებოდეს გამოცნობა. უკრაინა და აშშ იმსახურებს პატივსაცემ დიალოგს და ცხად პოზიციებს ერთმანეთის მხრიდან. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება სიცოცხლის დაცვას სრულმასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას. რა თქმა უნდა, უკრაინაში, ერთი კვირაა სხვადასხვა მინიშნებებს ვიღებთ და უკვე ველოდებით დახმარების შეწყვეტას, შეჩერდა ჰუმანიტარული და ენერგეტიკული დახმარება. ასევე, შეჩერდა სამხედრო დახმარება – იანვრის ბოლოს. თუმცა, ამ დროისთვის თითქმის ყველაფერი განახლდა. ჩვენ ვხედავთ რისკებს. მაშასადამე, ჩვენი სააგენტოები, ორივე – როგორც სამხედრო, ისე სპეციალური სევრისები გეგმავენ, როგორ შეიმუშაონ მოქმედების ალგორითმები ნებისმიერი სიტუაციისთვის. ეს აღარ არის 2022 წელი. ჩვენი გამძლეობის ხარისხი უფრო მაღალია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავუცვათ საკუთარი თავი. თუმცა, ომის რეალურად დასრულებისთვის ჩვენთვის არსებითია ნორმალური პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება აშშ-სთან. არცერთ ჩვენგანს არ უნდა დაუსრულებელი ომი. უკრაინა ყოველთვის იქნება აშშ-ს მადლობელი იმ მხარდაჭერისთვის რაც უზრუნველყოფილი იყო და ახლაც მუშაობს ევროპაში უსაფრთხოების საკმაოდ მყიფე საფუძვლების შესანარჩუნებლად. ამ ყველაფრის შემდეგ, ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, ეს ეხება ყველას ევროპაში. ჩვენ ვეძებთ კონსტრუქციული თანამშრომლობის გზებს, პარტნიორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენ მხოლოდ სინანულის გამოხატვა შეგვიძლია იმაზე, რაც თეთრ სახლში მოხდა, ნაცვლად მოლაპარაკებებისა. თუმცა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ძალა, გავაგრძელოთ გზა ერთმანეთის პატივისცემით, ისე როგორც იყო ყოველთვის. პატივცემული აშშ, ევროპა და ჩვენი ყველა პარტნიორი და ერთად მოქმედება მშვიდობასთან დაგვაახლოებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინას დაუჭირა მხარი”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან თქვა, რომ დღეს, 4 მარტს, ესაუბრა NATO-ს გენერალურ მდივანსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებს, რომელთაგან სრული მხარდაჭერა მიიღო. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ევროკომისია აპირებს ევროპის უსაფრთხოებისთვის დაფინანსების გაზრდას, რაც პირდაპირ აისახება უკრაინის საჰაერო თავდაცვისუნარიანობაზე. მისი თქმით, სამხედრო შეიარაღების გაზრდა არის მყარი საფუძველი ომის დასრულებისთვის.
“დღეს, მე ვესაუბრე ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდერ სტაბს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს, ხორვატიის პრემირერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერ ფრიდრიხ მერცს – რომლის პარტიამ გაიმარჯვა ბუნდესტაგის ბოლო არჩევნებში. ცხადი მხარდაჭერაა უკრაინის მიმართ. მადლობა. ევროპის თავდაცვისუნარიანობის დაფინანსების შესახებ მნიშვნელოვანი სიახლეებია ევროკომისიის მხრიდან. ჩვენთვის, პირველ რიგში, ეს დამატებით საჰაერო თავდაცვას ნიშნავს – მეტი სისტემები, მეტი რაკეტები, მეტი შესაძლებლობები ჩვენი ქალაქებისა და სოფლების, ჩვენი პოზიციების დასაცავად. ყველაფერი ეს ქმნის მყარ დამატებით საფუძველს ჩვენი ძალისხმევისთვის ამ ომის დასასრულებლად. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და გადაიდგმება ახალი ერთობლივი ნაბიჯები. უკრაინა იმსახურებს მშვიდობას. უკრაინელები იმსახურებენ პატივისცემას. და ბოლო საკითხი, ჩვენ ვიცით, რომ რუსები არ შეცვლიან თავიანთ პოზიციებს უკრაინის მიმართ მოთხოვნებთან დაკავშირებით – დაბეჯითებით მოითხოვენ ჩვენი არმიის შემცირებას, ჩვენი ტერიტორიების ლეგალურად დათმობას, უკრაინაში პოლიტიკის დეფორმაციას უკრაინის კონსტიტუციის სისუსტით. თუმცა, მე ვიტყვი, რომ ფაქტია, სანამ ჩვენ უკრანაში ვართ, ვდგავართ ერთად და ვდგავართ ძლიერად. სანამ ჩვენ აქ ვარ, ვერავინ მიაღწევს წარმატებას ამ გზაზე. მშვიდობა იქნება ღირსეული. დიდება უკრაინას!”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
Today, I spoke with the President of Finland @alexstubb, the Prime Minister of the UK @Keir_Starmer, the Prime Minister of Greece @kmitsotakis, the Prime Minister of Croatia @AndrejPlenkovic, the NATO Secretary General @SecGenNATO, and the leader of Germany’s CDU party –… pic.twitter.com/WeNkXKwWyj — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 4, 2025
28 თებერვალს, თეთრ სახლში, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მწვავე რეპლიკების ფონზე წარიმართა. ე.წ. მინერალების შეთანხმება არ გაფორმებულა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა.
ამის შემდეგ, ზელენსკი ლონდონში გაფრინდა, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერმა ევროპის უსაფრთხოების შესახებ სამიტს უმასპინძლა. ღონისძიებაში კანადის, თურქეთისა და ევროპის 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერმა, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
2-საათიანი განხილვის შემდეგ, სტარმერმა 4 პუნქტად ჩამოაყალიბა ის, რაზეც ევროპელმა ლიდერებმა იმსჯელეს:
· 1. სანამ ომი გრძელდება, გაგრძელდება უკრიანის სმახედრო მხარდაჭერა; 2. უკრაინა უნდა იყოს ნებისმიერ მაგიდასთან, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები განიხილება; 3. ევროპელმა ლიდერებმა მიზნად უნდა დაისახონ თავიდან აიცილონ უკრაინაში ს სამომავლო შეჭრა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევს შემდეგ; 4. შეიქმნება უკარიანის დაცვისა და იქ გრძელვადიანი მშვიდობის “მსურველთა კოალიცია”, რომელიც სამომავლოდაც გააგრძელებს მუშაობას აღნიშულ საკითხებზე.
გარდა ამისა, მან თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები იმუშავებენ უკრაინასთან ბრძოლის შეჩერების გეგმაზე, შემდეგ კი ამ გეგმას აშშ-სთან ერთად განიხილავენ. სტარმერის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების სიმძიმე საკუთარ თავზე ევროპამ უნდა აიღოს, თუმცა დასძინა, რომ შეთანხმებას აშშ-ის მხარდაჭერა დასჭირდება.
ამავე თემაზე:
· ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი შეიარაღების მიწოდება დააპაუზა – მედია
· პოლონეთის ცნობები ადასტურებს უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების შეჩერებას
· ლე პენი აკრიტიკებს ტრამპის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის დახმარების შეჩერებაზე