ჟან-ნოელ ბარო: ნაწილობრივი ზავი გაგვაგებინებს, მზად არის თუ არა პუტინი სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის

თუკი რუსეთსა და ს შორის მიღწეული იქნება ზავი, რომელიც გავრცელდება საბრძოლო მოქმედებებზე ჰაერში, ზღვაში და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევებზე, მან შეიძლება უკრაინას და მის მოკავშირეებს საშუალება მისცეს, გაიგონ, კეთილსინდისიერად მოქმედებს თუ არა ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მზად არის თუ არა, დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე, განაცხადა ორშაბათს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ რადიო RTL-ის ეთერში.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გამოდიან ერთი თვით ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებით, რაც არ შეეხება საბრძოლო მოქმედებებს ფრონტზე, იტყობინება Reuters-ი.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი აზრით, უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები, და , შეიძლება მზად იყვნენ მოლაპარაკებების განსაახლებლად მას შემდეგ, რაც მათ შორის პარასკევს თეთრ სახლში მწვავე შელაპარაკება მოხდა.
გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში მაკრონმა თქვა, რომ ის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კვირას ლონდონში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, გამოვიდნენ რუსეთსა და უკრაინას შორის საზავო შეთანხმების წინადადებით.