შალვა პაპუაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშით ცალსახად გამოჩნდა, თუ რა მიღწევები აქვს საქართველოს

ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში მნიშვნელოვანი იყო, რომელიც შეეხებოდა როგორც მიმდინარე წელს და მის შედეგებს, ასევე ათწლიანი პერიოდის შეჯამებას, პრემიერის ანგარიშით ცალსახად გამოჩნდა, თუ რა მიღწევები აქვს საქართველოს ბოლო დეკადის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს წარმატებებით ჩანს, რამდენად დამსახურებულად მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ამასთან პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სამართლიანობის პრინციპით საქართველოს მიმართ დღესვე შეიძლებოდა ყოფილიყო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანასთან შედარებითაც, აღარაფერი რომ არ ვთქვათ კანდიდატ ქვეყნებზე. დემოკრატიული ინსტიტუტები, გამჭვირვალობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება თუ ეკონომიკის განვითარება, ჩვენ ვართ პირველები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. საქართველომ შარშან პირველად გადააბიჯა იმ ზღვარს, რომელიც ჰქონდა ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების მომენტში, დაახლოებით ექვსი, შვიდი ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით. ჩვენ რვა ათას ასი დოლარით დავხურავთ ამ წელს ერთ სულ მოსახლეზე, მშპ-ის მაჩვენებლით. ყველა კანდიდატს თუ შევადარებთ, ამით მეოთხე ადგილზე ვართ და ვუსწრებთ სხვა დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს. ოთხ ქვეყანას ვუსწრებთ ამ მაჩვენებლით. აქედანაც ჩანს, რამდენად დამსახურებულად მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. პრინციპში, საბოლოო სამართლიანობაზე თუ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ დღესვე შეიძლებოდა ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?