არ უნდა დავზოგოთ ძალისხმევა ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის შესანარჩუნებლად, აშშ და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, ევროპელებთან ერთად, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომელიც დღეს ესტონეთისა და ლატვიის ლიდერებთან ერთად გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა.
„მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან. აშშ და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, ევროპელებთან ერთად. ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება პრიორიტეტულია. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო ელემენტი ევროპის მხრიდან მშვიდობის აღსრულება უნდა იყოს“, – აცხადებს გიტანას ნაუსედა.
