„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ჰუმანიტარული დახმარება იმერეთის სოფლებშიც ჩაიტანეს

„ლელო- ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, იმერეთში, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკით შევიდნენ და ვანის რაიონში, გარე სამყაროსგან მოწყვეტილ სოფლებს ჰუმანიტარულ და სამედიცინო საჭიროების ნივთებსა და საკვებს აწვდიან. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში გახსნილ საგანგებო შტაბს „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს.
„სამუშაოებში ჩართული არიან კოალიციის რაიონული ორგანიზაციები და აქტივისტები. მუშაობს ცხელი ხაზი, ხდება ინფორმაციის მიღება-დამუშავება და კოორდინაცია ადგილზე მომუშავე მოხალისეობრივ ჯგუფებთან“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი