თხევად ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 2040 წლისთვის 60%-ით გაიზრდება – Shell

თხევად ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 2040 წლისთვის 60%-ით გაიზრდება, რაც აზიაში ეკონომიკური ზრდითა და ხელოვნური ინტელექტის გავლენით იქნება განპირობებული, – წერია Shell-ის ყოველწლიურ ანგარიშში.
ინდუსტრია მოელის, რომ 2040 წლისთვის თხევად გაზზე მოთხოვნა წლიურად 718 მილიონ ტონას მიაღწევს.
Shell-ის ინფორმაციით, 2030 წლისთვის თხევადი აირის სხვადასხვა პროექტი ამოქმედდება, რომელთა ჯამური გენერაციაც 170 მილიონ ტონას გადააჭარბებს.
როგორც Shell-ის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, განახლებული პროგნოზი ცხადყოფს, რომ მსოფლიოს მეტი გაზი დასჭირდება ელექტროენერგიის გენერაციისთვის, გათბობა/გაგრილებისა და ტრანსპორტირების ინდუსტრიისთვის, რათა დეკარბონიზაციის სამიზნე მაჩვენებლებს მიაღწიოს.
კომპანია განმარტავს, რომ 2024 წელს ჩინეთში თითქმის 132 მილიონი ტონა ბუნებრივი აირის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 75.6 მილიონი ტონა თხევადი აირი იყო – ეს ქვეყნისთვის 2013 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი იყო.
აქვე განმარტებულია, რომ ჩინეთი, რომელიც თხევადი აირის უმსხვილესი იმპორტიორია, ინდოეთთან ერთად, თხევადი გაზის იმპორტის მოცულობის გაზრდასა და საჭირო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას გეგმავს, რითაც პროდუქტზე გაზრდილ მოთხოვნას უპასუხებს.