ტრამპი: თქვენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით

ოვალური კაბინეტში სიტუაცია დაიძაბა – როგორც ოთახში მყოფი ჟურნალისტები იტყობინებიან, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსიმ “არაკეთილსინდისიერებაში” დაადანაშაულა.

ტრამპმა კი შემდეგ თქვა, რომ უკრაინის ლიდერი „მესამე მსოფლიო ომთან თამაშობს”

“ორივეს [სა და ს] მხარეს რომ არ ვიყო, არასდროს არ მივაღწევთ შეთანხმებას. გინდათ, რომ საშინელი რაღაცები თქვა პუტინზე და მერე ვთქვა: “გამარჯობა, ვლადიმირ. რას ვაკეთებთ შეთანხმებაზე?” ეს ასე არ მუშაობს. არ ვარ პუტინის მხარეს. არავის მხარეს არ ვარ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სიკეთის მხარეს ვარ, მსოფლიოს მხარეს ვარ, და ამის დასრულება მინდა”, – განაცხადა ტრაპმა.

ზელენსიმ საუბრის მიმდინარეობისას ვიცე-პრეზიდენტს ჰკითხა, ყოფილა თუ არა ის ში და ასევე დასძინა, რომ ომის შედეგებს საბოლოოდ იგრძნობს შეერთებული შტატები .

რაზეც ტრამპმა უპასუხა: „ნუ გვეტყვით რას ვიგრძნობთ. თქვენ არ ხართ იმ სიტუააციაში, რომ გვიკარნახოთ, რას ვიგრძნობთ.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს მოლაპარაკებებისთვის საჭირო “კარტები” და არსებობს მესამე მსოფლიო ომის რისკები და ზელენსკის არ აქვს უფლება დაუდევრად მოიქცეს.

 “თქვენს ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს, ჩვენ მოგეცით 350 მილიარდი დოლარის შეიარაღება, კი, თქვენ ძალიან მამაცი ხალხი გყავთ, მაგრამ ჩვენი დახმარების გარეშე ეს ომი 2 კვირაც არ გაგრძელდებოდა” – უთხრა ტრამპა ზელენსკის.

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში ამერიკის და უკარინის პრეზიდენტების შეხვედრა უკვე თითქმის ერთი საათია მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი