მიხეილ ყაველაშვილი: როცა ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, დაახლოებით, ეს იმის ანალოგიურია, როცა ომი არსებობს

საზოგადოება იმედიანად უნდა იყოს. ეს არის უსაფრთხოების საკითხი. როცა ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, დაახლოებით, ეს იმის ანალოგიურია, როცა ომი არსებობს. ამას რატომ ვიძახი – არსებობენ ადამიანები, ვინც ასეთ სიტუაციაში დეზინფორმაციას ეწევიან, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის მიუღებელია. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სრული მობილიზაციაა. 1 კვირის განმავლობაში ვხედავთ, როგორ მუშაობენ. რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებშია, ხომ? მაქსიმუმს აკეთებენ, რა შესაძლებლობაც არსებობს. სტიქიისგან დაზღვეული არავინაა, მთავარია, როგორ რეაგირებ […]

მთავარია, კომუნიკაცია ყველა ადამიანთან იყოს და ყველაფერი რიგზე იქნება […] რაღაც პრეტენზიები, შეიძლება, ნებისმიერ მთავრობასთან და ხელისუფლებასთან გქონდეს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ერთმანეთს მხარში რომ უნდა დავუდგეთ, მე მგონი, ეს ბავშვმაც ძალიან კარგად იცის.

თქვა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში მიმდინარე სტიქიურ მოვლენებზე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: თქვენ ხართ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მესაძირკვლე თქვენს გუნდთან ერთად და აგრძელებთ იმ დიდ გზას, რომელიც ჩვენმა დიდმა ერისკაცმა, ბიძინა ივანიშვილმა დასახა

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ახალგაზრდული ჯგუფები – 29 ივნისს გელოდებით პარლამენტთან – მნიშვნელოვანია, მთელ საქართველოს და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვართ ბევრი, რომ არ შევშინდებით და არ დავნებდებით