“მაუწყებლობის კანონში ცვლილებით კახა ბექაური გადაწყვეტს არის თუ არა გაშუქება სამართლიანი და მიუკერძოებელი. ეს ის კახა ბექაურია, რომელიც ბოლო 4 წლის განმალობაში, „ოცნების“ პირობებში, მილიონერი გახდა და რეჟიმთან ბუნებრივია, ვალშია.
4 მილიონი დოლარის 40-მდე უძრავი ქონების მფლობელი (საიდანაც 3.5. მილიონის ქონება 2021-2024-ში დააგროვა); „ორი ნაბიჯის“ მეწილე, 2021-2024 წლებში მიღებული 41 მილიონ ლარზე მეტი დივიდენდით და 73 მილიონი ლარის 211 გამარტივებული შესყიდვით; 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 7 მანქანით და ა.შ.
ეს კახა ბექაური მუდმივად დააჯარიმებს კრიტიკულ, ოპოზიციურ მედიას და არასოდეს „იმედს“ ზუსტად ისე, როგორც წინასაარჩევნოდ მოიქცა. „იმედისთვის“ ისევ დასაშვები იქნება ფეიკი, პროპაგანდა, ცილისწამება და ყველანაირი სიბინძურე.
განსაკუთრებით საინტერესოა ამ რუსული კანონის ის მუხლი, რომლითაც არ შეიძლება ეთერი გამოიყენო იმ ადამიანზე თავდასხმისთვის, ვინც ეთერში არ მონაწილეობს. დღეს ამაზე წუხდა პაპუაშვილიც, ფეიკი გამივრცელეს და იმავე სიუჟეტში პასუხის გაცემის საშუალებაც არ მქონდაო. ამას აკეთებს „იმედი“ ყოველდღე. გაბრალებენ, ცილს გწამებენ და როცა ეთერს ითხოვ, სრული იგნორი. თუმცა, ეს მუხლიც შერჩევითად იქნება გამოყენებული – სრულად მოგუდავენ რეჟიმის კრიტიკას ოპოზიციურ არხებზე და „იმედი“ ისევ გააგრძელებს ცალმხრივ ბრალდებებს და შეურაცხყოფას,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.