სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკვე 159-ე დღეა შიმშილობს, კვლავ სტაბილურად მძიმეა, მას ანემიის ნიშნები და შენელებული გულისცემა აღენიშნება.
SJC წერს, რომ აფგან სადიგოვმა 40 კილოგრამი დაიკლო და ციტირებს პენიტენციური დაწესებულების ექიმებს, რომლების თქმითაც, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ აფგან სადიგოვის ჯანმრთლობისთვის მოსალოდნელი ზიანი შესაძლოა შეუქცევადი აღმოჩნდეს.
“მიუხედავად შიმშილობის რეჟიმის ცვლილებისა, აფგან სადიგოვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ორგანიზს უკვე დიდი ხანია, არ მიეწოდება საჭირო რაოდენობის ვიტანიმები და მინერალები, რის გამოც მას აღენიშნება ანემიის ნიშნები, რაც სახიფათოა მისი ჯანრთელობისთვის. ექიმების განმარტებით, ხანგრძლივი შიმშილობის პროცესში მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს შეიძლება ნებისმიერ დროს მიაღწიოს.
აფგან სადიგოვს აღენიშნება ასევე შენელებული გულისცემა, რის გამოც ექიმები მას დამატებით აძლევენ წამალს. სამწუხაროდ, ის კვლავ უარს აცხადებს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე.
აფგან სადიგოვმა 159-დღიანი შიმშილობის პერიოდში 40 კილოგრამი დაიკლო და მისი წონა ამ დროისთვის 56 კილოგრამია. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს”, – ვკითხულობთ SJC-ს განცხადებაში.
**
3 აგვისტოს, თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.
აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. ის აზერბაიჯანში ორჯერ – 2016 და 2020 წელს დააპატიმრეს. აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად საქართველოში 2023 წელს ჩამოვიდა და ბოლო თეების განმავლობაში თბილისში ცხოვრობს.
ამასთან, 18 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ სადიგოვს თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვება მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით შეეძლო.
