“მოხალისეები მთავრობის გასაკეთებელს აკეთებენ”; “ვის აბოლებთ?”; “იმედია ჩვენ ბიჭებს არ დააჯარიმებენ მოშველებისთვის”; “ასეთი პიტალო არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა!”– ხალხის პასუხი ოზურგეთის მერს

“მოხალისეები მთავრობის გასაკეთებელს აკეთებენ”; “ვის აბოლებთ?”; “იმედია ჩვენ ბიჭებს არ დააჯარიმებენ მოშველებისთვის”; “ასეთი პიტალო არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა!”– ხალხის პასუხი ოზურგეთის მერს
ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს, რომელმაც, მას შემდეგ, რაც ამდენი დღეა ხალხი დახმარებას ამაოდ ითხოვს, დღეს გაავრცელა წერილი, რომ თურმე, შექმნილი შტაბი, და თურმე, ყველაფერი კეთდება და მოხალისეების ჩასვლა არაპროდუქტიულია.
მოქალაქეები მას პასუხობენ და ასეთი გამოხმაურება ავთანდილ თალაკვაძის წერილს მაშინაც კი არ ჰქონია, როცა დაწერა, რომ ოზურგეთში ზორო გამოჩნდა, ან როცა სკევრში კუბოს ფორმის საყვავილეები დადგა, ან როცა, 64 წლის მამაკაცი ორსულობის მუხლით დაითხოვა.
ხალხის პასუხი ოზურგეთის მერს:
2 დღის წინ ხალხი წერდა, 112-ში ვრეკავთ, შველას ვითხოვთ, მაგრამ, ერთადერთ სიტყვას გვეუბნებიან: ,,გადაცემულიაო”
ამას კიდევ ის ,,ლექსი ” ჯობია. ,,ამაღამ მოთოვს დიდს,” ასეთები წერე, ვინმე მაინც არ ზიანდება
უსინდისო მოღალატე მატყუარებო, მოკეტეთ,ხმას მაინც ნუ იღებთ
წუხელ ღრმად რომ გეძინათ და მაგაში მდიდრდებით, ძილში და კორუფციაში მაგ მოხალისეებმა ათობით ადამიანი იხსნეს სიკვდილს. თქვენ კი მოვა დრო ციხეში აღმოჩნდებით.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის მინისტრი – ამ დროისთვის, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანისთვის მობილიზებული ძალები საკმარისია, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე საათში შევძლებთ დამატებითი ძალების ჩართვას