“იმ “ჯარის” მანქანაზეა საუბარი, რომლის იმედიც გვაქვს მთელ ქვეყანას ეხლა… ბუქსირით… ოფროუდერებმა” – ელენე ქაიხოსროშვილი

“იმ “ჯარის” მანქანაზეა საუბარი, რომლის იმედიც გვაქვს მთელ ქვეყანას ეხლა… ბუქსირით… ოფროუდერებმა” – ელენე ქაიხოსროშვილი
დღეს რაღაცა სამაშველი შტაბმა გაავრცელა განცხადება, სადაც პრინციპში, წერია, მოხალისეები ცოტა ხელს გვიშლიანო. ესეც რომ იყოს, ამის თქმას თავისი ფორმა და ეთიკა აქვს და საერთოდაც, გამოუცდელი მოხალისეების ადგილზე ყოფნა ზუსტადაც რომ ხელისუფლების ბრალია, მაგრამ ეხლა სხვა რამეს გიყვებით.
ნახავთ ვიდეოს, რომელზეც ჩანს, როგორ ამოათრიეს ოფროუდერებმა “ჯარის” უშველებელი მანქანა ბუქსირით თოვლიდან, იმ “ჯარის” მანქანაზეა საუბარი, რომლის იმედიც გვაქ მთელ ქვეყანას ეხლა. ბუქსირით. ოფროუდერებმა.
ვიდეოში ასევე საუბრობენ ოფროუდერი ბიჭები ერთმანეთში. ერთი მეორეს ეუბნება, მოდი, ამას გადაასწარიო და მეორე პასუხობს: სამაშველო აგია და მე გადავასწრო?

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის მინისტრი – ამ დროისთვის, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანისთვის მობილიზებული ძალები საკმარისია, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე საათში შევძლებთ დამატებითი ძალების ჩართვას