“60 ლარების საარჩევნოდ დარიგებას, ტექნიკა გეყიდათ”; “მოხალისეები რომ არა, ისევ ბჟოლიეთში ვიქნებოდით ჩავარდნილები”; “ამ ზამთარს გადაჰყვებით!” – ხალხი ჩოხატაურის მერიას

“60 ლარების საარჩევნოდ დარიგებას, ტექნიკა გეყიდათ”; “მოხალისეები რომ არა, ისევ ბჟოლიეთში ვიქნებოდით ჩავარდნილები”; “ამ ზამთარს გადაჰყვებით!” – ხალხი ჩოხატაურის მერიას
დღეს, ე.წ. საკოორდინაციო შტაბის განცხადება, სადაც ეწერა, რომ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, რაც პანიკას იწვევს და რომ მოხალისეების ჩასვლა არაპროდუქტიულია, რადგან, თურმე, იქეთ გაუხდათ მოხალისეები დასახმარებელი, გაავრცელა გურიის სამივე მუნიციპალიტეტმა, ოზურგეთმა, ჩოხატაურმა, ლანჩხუთმა.
განცხადებას, სამივე მუნიციპალიტეტის გვერდზე უპასუხეს მოქალაქეებმა.
ჩოხატაურის მუნიპალიტეტს და ჩოხატაურის მერს, დავით შარაშიძეს, ასე პასუხობენ:
უსაფუძვლო პანიკა? რას ლაპარაკობთ? პროგნოზირებადი ნალექი რომ ე.წ მთავრობისთვის რთული გადასალახი არ უნდა იყოს ეგ ახალი ამბავია? პრო გნო ზი რე ბა დი! თვითონ სიტყვა გეუბნებათ. ანუ ამინდის პროგნოზით უნდა გცოდნოდათ, რომ ასეთი ამბავი იქნებოდა. რომელ მძიმე ტექნიკაზეა ლაპარაკი? დაბის ქუჩებიც კი არ არის ბოლომდე გაწმენდილი. ხალხი სახლიდან ვერ გამოდის, გაზი და დენი არ აქვთ, საკვები უთავდებათ, წამლები არ აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად