“მედიის შემზღუდველი ცვლილებები კრიტიკული ტელევიზიების განადგურებას ემსახურება” – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ინიიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს.
მათივე შეფასებით, ინიციატივა კიდევ უფრო დაამძიმებს კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში.
ორგანიზაციის განცხადებით, “ქართული ოცნების” მხრიდან მედიის შესახებ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები სამ მიზანს ემსახურება:
· “დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით. […]
· მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ. […]
· შეუქმნას ხელსაყრელი პირობები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. დამოუკიდებელი სატელევიზიო არხების დასუსტებით ან მედიასივრციდან საერთოდ გაქრობით, აგრეთვე, დასავლურ მედიაპროგრამებზე შეზღუდვების დაწესებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის სატელევიზიო არხები, რომლებისგანაც მაყურებელი, ძირითადად, დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ რიტორიკას ღებულობს […]”.
24 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ მაუწყებლების კიდევ უფრო შესაზღუდად კიდევ ერთი კანონპროექტი დააინიციირა, რომელიც ტელევიზიებსა და რადიოებს შეეხება.
ამ საკანონმდებლო ცვლილებებით, ამ დრომდე თვითრეგულირების ფარგლებში მოქცეული საკითხების განხილვის უფლება კომუნიკაციების კომისიას ექნება, მას კი ტელევიზიებისა და რადიოების დაჯარიმება შეეძლება.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად