გიორგი სიორიძე – სახელმწიფო ელემენტარულადაც არ არის სტიქიებთან გასამკლავებლად მზად

ძალიან უმძიმს ჩემს გურიას. “ლელოს – ძლიერი საქართველოს” ოფისში საგანგებო შტაბი შევქმენით, სადაც კოორდინაციას გავუწევთ მოხალისეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოემართებიან სტიქიის ზონაში , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი გიორგი სიორიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.
როგორც სიორიძე წერს, სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ელემენტარულადაც არ არის სტიქიებთან გასამკლავებლად მზად.
ძალიან უმძიმს ჩემს გურიას. “ლელოს – ძლიერი საქართველოს” ოფისში საგანგებო შტაბი შევქმენით, სადაც კოორდინაციას გავუწევთ მოხალისეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოემართებიან სტიქიის ზონაში. ცხელ ხაზზე ჩვენი პირადი ნომრებია მითითებული და ზარები არ ჩერდება.
ხალხი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, უთავდებათ საკვებისა და მედიკამენტების მარაგი, ეზოების გადათოვლას ვერ ახერხებენ. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ელემენტარულადაც არ არის სტიქიებთან გასამკლავებლად მზად. პრაქტიკულად, არ გვყავს სპეცტექნიკა, რომლის ყოლის შემთხვევაში ასეთი შედეგები არ დაუდგებოდა მოსახლეობას, გვარდიაც დროზე უნდა ჩაერთოთ და საჭიროებისამებრ – თავდაცვის ძალებიც (მეტი საგანგებო მდგომარეობა რა უნდა იყოს). სოფლების უმრავლესობა მოწყვეტილია და სამწუხაროდ, ფიზიკურად ვერ მივდივართ მათთან, მაგრამ სადაც შეგვეძლება და ადამიანური რესურსით ვეყოფით, ყველგან მივალთ, ფიზიკური მუშაობა იქნება საჭირო თუ პირველადი სამედიცინო დახმარება, მაქსიმუმს გავაკეთებთ. ღმერთო, დაიფარე გურია!”, – წერს სიორიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად