ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო, 10-მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, 1000-ზე მეტ ოჯახს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად 10-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ქობულეთის
მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.
მათივე თქმით, მუნიციპალიტეტში 1000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
“შიდა სასოფლო გზები ჯერჯერობით ვერ იწმინდება, ამ ეტაპზე, სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა იწმინდება. 10-მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, მოსახლეობა გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, ამ ეტაპზე ცენტრალური გზები იწმინდება. ელექტროენერგია ნაწილობრივ აღდგენილია, შუქის გარეშე 1000-ზე მეტი ოჯახია დარჩენილი. პაციენტებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, სამაშველო სამსახურთან ერთად ვეხმარებით”, – აცხადებენ მერიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად