მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც აქციის მონაწილეების მსვლელობა მიმდინარეობს, პოლიცია გამოჩნდა, რასაც მარშის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
სამართალდამცველები ცდილობდნენ, მარშის მონაწილეებს მარჯვენა სანაპირო სრულად არ გადაეკეტათ, რათა ავტომობილებს გადაადგილების საშუალება ერთ ზოლზე ჰქონოდათ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “წადით, წადით”, სამართალდამცველები კი მათ მოუწოდებდნენ, რომ სავალი გზის ერთი ზოლი თავისუფალი დაეტოვებინათ.
“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”, – ისმის მსვლელობის მონაწილეთა შეძახილები.
პოლიციის კორდონი გზის ერთ ზოლზე დადგა, რამაც გზაზე დარჩენილ ავტომობილებს ცალმხრივად გადაადგილების საშუალება მისცა, საბოლოოდ კი სანაპიროზე გზა სრულად გადაიკეტა.
