ირაკლი შაიშმელაშვილი: ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა კიდევ ერთხელ მოახდინა სახელმწიფო ინსტიტუციების ლუსტრაცია

“ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა კიდევ ერთხელ მოახდინა სახელმწიფო ინსტიტუციების ლუსტრაცია, თუ როგორ არიან დეგრადირებულები” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი შაიშმელაშვილი წერს, რითაც საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობით სექმნილ უმძმეს პრობლემებს გამოეხმაურა

მისი თქმით, ასეთი პრობლემებისთვის არსებობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელსაც ვანიშვილის ხელისუფლება არ იყენებს.

შაიშმელაშვილის თქმითვე, კრიზისი სამართავად და სქტიქიასთან საბრძოლველად არ არსებობს შესაბამისი რაოდენობის სპეც-ტექნიკა.

როდესაც: არსებობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო
(ისე ვინმემ დარეკოს ცოცხლები არიან?) რომელსაც ეროვნულ დონეზე სტრატეგიული და ოპერატიული გეგმები უნდა გააჩნდეს, კოორდინაციაში ჰყავდეს სახელმწიფო უწყებები (სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, სსიპ, სსდ-ბი) და თავის მხრივ უწყებები, ტაქტიკური მოქმედებების გეგმებით ოპერირებდნენ.
ამ დროს:
1) მარილის ნაცვლად სილას ყრიან, იმასაც ხელით;
2) შესაბამისი რაოდენობის სპეც.ტექნიკა არ არსებობს;
3) მართვას და კოორდინაციას WhatsApp ახორციელებენ და ა.შ
სამაგიეროდ: დეზინფორმაცია და პროპაგანდა მოწოდების სიმაღლეზეა, დოქსოპულოები სოც ქსელებს წარმატებით სქროლავენ, საზოგადოება ისევ გახლეჩილია და “ბორინკები” ბედნიერად წერენ რეპორტებს მიღწეულ წარმატებაზე….”- წერს შაიშმელაშვილი.