უკრაინისთვის იშვიათი მინერალების შესახებ აშშ-ს მიერ შემოთავაზებული გარიგება არის „თაღლითობა“, – განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევში ვიზიტის დროს.
„მე ამას ვერ მივიღებ. ეს არის მინერალურ რესურსებთან დაკავშირებული თაღლითობა. ერთი გროშიც არ უნდა წავიდეს იმ ფონდში, რომლის შექმნასაც უკრაინის გარეშე გვთავაზობენ. ამ საკითხის ფასი ძალიან მაღალია“, – თქვა მან.
ჯონსონი თვლის, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკა „ეწინააღმდეგება უკრაინის მხარდაჭერის კურსს“. მისი თქმით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი (1940-1945, 1951-1955) ისევე მოიქცეოდა, როგორც ახლა უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი იქცევა.
„ის (ჩერჩილი) არ შეარჩევდა სიტყვებს [აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ] ტრამპის წინაშე,” – თვლის ბრიტანეთის კაბინეტის ყოფილი ხელმძღვანელი.
