იშვიათი ლითონები თანამედროვე ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსებია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იშვიათი ლითონების ინდუსტრიის განვითარების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ეროვნული პროექტის ფარგლებში, უნდა შეიქმნას დედამიწის იშვიათი ლითონების ინდუსტრიის მთელი ხაზი, სრული ციკლი, მათი მოპოვებისა და გადამუშავების უზრუნველსაყოფად, მაღალი დამატებული ღირებულების მზა მაღალტექნოლოგიური საქონლის წარმოებამდე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთს ამ პროცესის დასაწყებად ყველაფერი აქვს.
„ეს სფერო თანამედროვე ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რესურს-ბაზას წარმოადგენს. იშვიათი ლითონები მოთხოვნადია მიკროელექტრონიკაში, ენერგეტიკაში, ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის შექმნაში, სამოქალაქო და თავდაცვის სფეროს მრავალ სექტორში“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
