ცვლილებები, რომელიც ოცნებას მედიის შესაზღუდად ინიცირებულ კანონპროექტში შეაქვს – რა იზღუდება

ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები დაინიცირდა.
Interpressnews კანონპროექტზე დაყრდნობით წერს, რომ ცვლილებების თანახმად, “აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება”.
გარდა ამისა, კანონპროექტიდან ირკვევა, რომ იკრძალება “უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”
ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც, “დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება”.