საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ დააყენეს სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობს.
კალასის თქმითვე, ამ თემაზე ორი ევროპული ქვეყნის დარწმუნება ვერ ხერხდება, მაგრამ მცდელობას აგრძელებენ.
ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“ვისაუბრებთ საქართველოზეც, მოვლენების განვითარება საკმაოდ შემაშფოთებელია. ვმსჯელობთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჯერჯერობით, ვერ მოვახერხეთ ორი ევროპული ქვეყნის დარწმუნება, რომ ასევე დაეთანხმონ ამას, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობას”- თქვა კალასმა.
