ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა კიევში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა კიევში ჩავიდნენ, – ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელი ავრცელებენ.
„უკრაინაში, უკრაინის შესახებ, უკრანასთან ერთად“, – წერს ანტონიო კოსტა X-ზე.
„რუსეთის სასტიკი შეჭრის მე-3 წლისთავზე ევროპა კიევშია. ჩვენ დღეს კიევში ვართ, რადგან უკრაინა ევროპაა. გადარჩენისთვის ბრძოლაში მხოლოდ უკრაინის ბედი არ არის სასწორზე. ეს არის ევროპის ბედი“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
როგორც ფოტო და ვიდეო მასალებიდან ჩანს, უკრაინაში ჩასულ სტუმრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)