საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან გამოსულ მარშის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის შენობისკენ მიემართებოდნენ, ფილარმონიის ახლოს ორი პირი დაესხა თავს.
როგორც აქციის მონაწილეები იუწყებიან, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც ავტომობილიდან გადმოსულმა პირებმა, რომლებიც ხმლითა და ბეისბოლის ბიტით იყვნენ შეიარაღებული, ფიზიკური ძალადობა დაიწყეს და მარშის მონაწილეების მიმართ აგრესია გამოხატეს.
თავდამსხმელებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.
