ყაჩაღი კეზერაშვილი აკეთებს ნეგატიურ სიუჟეტს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით, კონსტიტუციის ფარგლებში, ყველაფერი გაკეთდება, რომ მომავალში ეს “ნაცური თავხედობა” აღარ დავუშვათ – ირაკლი კობახიძე

კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელიც არათუ ქველმოქმედებას არ ეწეოდა საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ, პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაეძარცვა საკუთარი ქვეყანა, სახელმწიფო, თანამოქალაქეები. ბიზნესის რეკეტი, ჯარის ძარცვა, ახლა უკვე ევროპელი პენსიონერების ძარცვა არის ის, რაც არის კეზერაშვილის წარსული და აწმყო, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მ გადაცემაში “იმედის კვირა” განაცხადა.
კობახიძის თქმით, “ნაცური თავხედობაა”, როდესაც დავით კეზერაშვილის ტელევიზია, ს ქველმოქმედების შესახებ ნეგატიურ სიუჟეტს აკეთებს.
მისი განმარტებით, მსგავს ფაქტებს, კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით, თუმცა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი.
“ამას მე ვუწოდე “ნაცური თავხედობა” და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს მას პასუხი, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების სტანდარტების ფარგლებში, მაგრამ კანონის მთელი სიმკაცრით. უბრალოდ, არ შეიძლება ასე მარტივად იმის მოთმენა, რომ ყაჩაღი კეზერაშვილი აკეთებს ნეგატიურ სიუჟეტს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით, ეს არის უბრალოდ, “ნაცური თავხედობა”.
რა თქმა უნდა, არსებობს ადამიანის უფლებების სტანდარტები, გამოხატვის უფლების, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური თავისუფლების სტანდარტები – ეს ყველაფერი დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მომავალშიც სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. მაგრამ ამ ფარგლებში, რასაც ჰქვია კონსტიტუციის ჩარჩოები, ადამიანის უფლებების სტანდარტები, ყველაფერი გაკეთდება, რომ მომავალში ეს “ნაცური” თავხედობა, მათ შორის, ამ ფორმით, აღარ დავუშვათ.” – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი მკურნალობას კი არ უნდა გადიოდეს, ის ციხიდან უნდა იხდიდეს ფულს და უყურებდეს, როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები, რომლებმაც მისი ციხე გაიარეს – რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი, რომ გადაწყვიტონ, დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: ჩვენი ორგანიზაციის წევრმა, გიორგი სიხარულიძემ, რომელიც 17-18 წლის იყო, საკნიდან გამოსულმა რომ დამინახა, თვალი ჩამიკრა და გამამხნევა, ამის გამო, ჩემს თვალწინ სცემეს სამაგალითოდ, ამაზე დარდობო?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!