“ბილბაოს” ლეგენდამ ოსკარ დე მარკოსმა განაცხადა, რომ ზაფხულში ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს.
ამის შესახებ 35 წლის მარჯვენა მცველმა თანაგუნდელებს პირადად აცნობა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთად თამაშისთვის მადლობა გადაუხადა, – იტყობინება ბასკური კლუბის საიტი.
დე მარკოსი “ბილბაოში” “ალავესიდან” 2009 წელს გადავიდა და მას შემდეგ 560 მატჩში 39 გოლი გაიტანა.
