AC/DC-ის პირველი დრამერი, კოლინ ბურჯესი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ავსტრალიური ბენდის, AC/DC-ის პირველი დრამერი, კოლინ ბურჯესი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“ძალიან დამწუხრებული ვართ კოლინ ბურჯესის გარდაცვალებით. ის ჩვენი პირველი დრამერი იყო და ძალიან პატივსაცემი მუსიკოსი. ბედნიერი მოგონებები, rock in peace, კოლინ” – წერია AC/DC-ის განცხადებაში.
მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ბურჯესი დეივ ევანსთან, ანგუს იანგთან, ლერი ვან კრიდთან და მალკოლმ იანგთან ერთად AC/DC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ბურჯესმა ბენდი 1974 წელს დატოვა და ის ფილ რუდმა ჩაანაცვლა. თუმცა, 1975 წელს, როდესაც რუდმა ხელის დაზიანება მიიღო, ბურჯესი AC/DC-ში დაბრუნდა რამდენიმე კონცერტის ჩასატარებლად.