“ვთხოვ მზიას, შიმშილობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიიღოს” – ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ტვ პირველთან ამბობს:
ძალიან ვნერვიულობთ ყველა. როგორც ჩანს, მძიმეა სიტუაცია. მორალდაკარგულია ხელისუფლება. რა უნდა გამოიძიოს ხელისუფლებამ, როდესაც ჟურნალისტს, ფაქტობრივად, ტყუილად ციხეში სვამ და მზად ხარ, რომ სიკვდილისთვის გაწირო. “ოცნებამ” ადამიანური ფაქტორები იმდენად დაკარგა, რომ მზად არის, სიკვდილისთვის გაწიროს. მზია არის ადამიანი, რომელიც სიმბოლო გახდა იმ ბრძოლის, რაც რეჟიმის წინააღმდეგ გვაქ. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ივანიშვილს, ს. ყველანაირი პასუხისმგებლობა აქვთ მათ და ამას ვერ გაექცევიან. ვთხოვ მზიას, რომ შიმშილობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიიღოს”, – განაცხადა მ.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 37-ე დღეა შიმშილობს

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – ვიწყებთ „ოცნების” მოძალადე რეჟიმთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რისთვისაც გამოვიყენებთ პარლამენტის ტრიბუნას – პარლამენტში ჩვენი შემოსვლა არ ნიშნავს ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა – ხვალინდელ პროცესზე სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მივმართავთ