„არა რუსულ დიქტატურას“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

„არა რუსულ დიქტატურას“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, – ამ სლოგანით რუსთაველის­ გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლამდე ორ ლოკაციაზე – ევროპის მოედანზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. უწყვეტი პროტესტის მე-80 დღესაც მოთხოვნა უცვლელია – ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება. საპროტესტო აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.
აქციის მონაწილეებს სხვადასხვა წარწერებით ბანერები – „რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“, „ახალ და სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ“, „სიტყვის თავისუფლება არ დათმო“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა ტყვეს“ – უჭირავთ.
„ჩვენი მარში აქ დასრულდა. სამწუხაროდ, სცენის გაკეთების საშუალება არ მოგვცეს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. თუმცა, ცოტა ხანში, გაკეთდება პატარა სცენა, სადაც გაგაცნობთ პატიმრების წერილებს”, – მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში