კაია კალასი – რუსეთმა უგუნურად შეუტია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს

რუსეთმა კვლავ უგუნურად შეუტია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს. ასეთი თავდასხმები სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებზე მიუღებელია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მშვიდობას არ ეძებს“, – წერს კალასი.
შეგახსენებთ, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე დრონით თავდასხმა განახორციელეს. რის შედეგადაც განადგურებული მე-4 ენერგობლოკის საფარი დაზიანდა, რომელიც მსოფლიოს რადიაციისგან იცავს.