NED-ი არაერთ ქვეყანაშია მხილებული ძირისგამომთხრელ საქმიანობაში – მოხარული ვარ, რომ ეს კრიტიკა უმაღლესი დონიდან ისმის, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ NED-ს დაფინანსების შეჩერების თაობაზე დასმულ კითხვას.
იონათამიშვილის თქმით, ეს ორგანიზაცია შეურაცხყოფას, პირველ რიგში, აშშ-ს და ამერიკელი ხალხის დამსახურებას აყენებდა.
“NED-ს მათთვის რეპუტაციული ზიანი მოჰქონდა.
მსგავსი საქმიანობის გამო ჯერ კიდევ წლების წინ სახელმწიფო დეპარტამენტის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები წუხდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ამაზე ღიად ჩვენს გარდა არავინ საუბრობდა”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
