“გუშინ დამირღვევია ივანიშვილის ქცევის კოდექსი” – ლევან სანიკიძე

“5000 ლარით დამაჯარიმეს, გუშინ დამირღვევია ივანიშვილის ქცევის კოდექსი. გუშინდელი ხალხმრავალი აქცია, პაატა ბურჭულაძის იუბილე ძალიან, ძალიან ეტკინათ. ჩემებთან სახლში მივიდნენ და დედაჩემს და მამაჩემს ამცნეს, რომ თურმე სამართალდარღვევა ჩამიდენია. ჩაბარებით არ ჩაიბარეს ივანიშვილის დაცვის სამსახურში გამოწერილი ხინკლის ჩეკი. თავისუფლების საყიდელი ფული არ მოჭრილა, ტყუილად ზრდით მის ფასს, აუწონელია. P.S საერთოდ სახლში არ შეუშვა დედაჩემმა ე.წ. პოლიციელები, სამშობლოს ღალატში თანამონაწილეებს სანიკიძეები არ ვუმასპინძლდებით.”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)