“არის ასეთი პარტია, “ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომელიც აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ამართლებს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, შიდა პოლიტიკაში წაუფაშისტებს და გარეთ ილონ მასკს ესიმპატიურება. ჰოდა ოცნების პროპაგანდამ დღეს ზარ-ზეიმით გვამცნო, ამ პარტიამ საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა ევროპარლამენტშიო.
ჯერ ამათი მხარდაჭერა რომ გაგიხარდება რა პოლიტიკურად უზნეო და ამორალური ტიპი უნდა იყო და თან როგორც ირკვევა არც რეზოლუცია დაურეგისტრირებია. დეტალები იხ. ქვემოთ თამარ ნუცუბიძის დაშეარებულ სტატუსში,” – წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
გთავაზობთ თამარ ნუცუბიძის პოსტს:
მეგობრებო, არანაირი რეზოლუცია არ დაურეგისტრირებია AFD( ალტერნატივა გერმანიისთვის) პარტიას! ჯერ ერთი ესეთი პოლიტიკური ჯგუფი საერთოდ არ არის პარლამენტში. AFD ს წარმომადგენლები და მათ შორის ჰანს ნეუჰოფი, რომლის ხელმოწერით არსებულ რეზოლუციის დრაფტსაც სავარაუდოდ გულისხმობს გარკვეული მედია, ESN ის ჯგუფშია, რომელსაც პარლამენტში 25 წევრი ჰყავს (720 პარლმეტარია ამ მოწვევის პარლამენტში) ეს ერთი. მეორე, ამ ჯგუფმა, ისე როგორც დანარჩენმა ექვსმა მოამზადა თავისი ვერსია რეზოლუციის პროექტის, აგერ ლინკი https://www.europarl.europa.eu/…/B-10-2025-0114_EN.html მათი დრაფტიდან არაფერი, არც ერთი წინადადება არ შესულა იმ ერთიან ტექსტში, რომელსაც დღეს უყრიან კენჭს. ეს არის სიმართლე და არა ის მანიპულაცია, რაც დღეს ზოგიერთმა მედიამ გაავრცელა და სხვათაშორის, სწორედ ასეთი მანიპულაციების გამო, ისინი აღმოჩნდნენ ერთიანი რეზოლუციის დრაფტში, რაც ძალიან, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის! P.S. ის რომ, ქართული ოცნება თავს იწონებს რადიკალების და პრორუსების მხარდაჭერით, ცალკე თემაა და მათ მხარდამჭერ დეპუტატებზე და მათ რუსეთთან კავშირზე უკვე დავწერე და კიდევ დავწერ!
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/478476610_10235529135434016_6644854812090337701_n-139x300.jpg)
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/480031687_10235529135354014_7220426214415490415_n-139x300.jpg)