რასაც ჩვენ ამ წელს ვხედავთ, ქვეყნის სტალინიზაციაა, – ასე შეაფასა საქართველოში მიმდინარე მოვლენები ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ინტერპრესნიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
“ხალხისთვის სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა ხდება იმისთვის, რომ ქვეყანა დაემსგავსოს ბელარუსს ან რუსეთს, პროტესტის, თავისუფალი არჩევნების, შეკრების თავისუფლების გარეშე. თუ მას დაუშვებენ და დასავლეთი დაკარგავს საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ცდილობდა დასავლეთთან დაკავშირებას, ეს ნამდვილად საშინელება იქნება. ქართული ოცნების ხელისუფლება უნდა შეჩერდეს. სანქციები უნდა განხორციელდეს. სამწუხაროა, რომ ამ გზით ძალიან, ძალიან ნელა მივდივართ. შეიძლება ამას შეცდომა უწოდოთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ევროპა ძალიან რთულ ვითარებაშია და გაყოფილია, მის მთავარ ფოკუსს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის წარმოადგენს. ასე რომ, შესაძლოა ქართულმა ოცნებებმა მიიჩნია ეს შესაძლებლობად, რადგან იცის, რომ ევროკავშირის ქვეყნებს უბრალოდ არ შეუძლიათ, თვალი ადევნონ თბილისში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ამაში მინდა შევაქო ქართველი ხალხის სიმამაცე. რომ არა მათი გამძლეობა იმ ყველაფრის წინაშე, რაც მათ გააკეთეს, მიუხედავად რეპრესიებისა, დაკავებისა, ჯარიმებისა და სახლებში ჩხრეკისა, ისინი მაინც აპროტესტებენ. 70 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ყოველდღე გადიხართ გარეთ, როდესაც ცივა და წვიმს, და ალბათ, გეშინიათ დაპატიმრების, შემდეგ კი მაინც ისევ იმავეს აკეთებთ. დემონსტრაციების გარეშე, დიდი ალბათობით, ევროპა საერთოდ ვერ გაიგებდა და არც დაინტერესდებოდა იმით, რა ხდება საქართველოში.
რა თქმა უნდა, სიტუაციის დეესკალაციისთვის საჭიროა ახალი არჩევნები, მაგრამ სამართლიანი არჩევნებია საჭირო. თუ ახალ არჩევნებს მოაწყობენ და მაინც გააყალბებენ, ეს არ არ იქნება რაიმეს გაუმჯობესება”, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/f7f34et001nxau1-k4nGLw-300x194.jpeg)