მზია ამაღლობელის გათავისუფლება ევროპარლამენტის კიდევ 3 პოლიტიკური ჯგუფი ითხოვს

ევროპარლამენტის კიდევ სამი პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციის პროექტშია მოთხოვნილი მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
საუბარია „მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის“ (Greens/EFA ), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების“ (ECR) რეზოლუციების პროექტებზე.
Greens/EFA-ს რეზოლუციის პროექტში, რომელიც ევროპარლამენტის გვერდზე უკვე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი უკანონოდაა დაკავებული.
ამასთან Greens/EFA-ს რეზოლუციის პროექტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებულები.
„[Greens/EFA-ს რეზოლუციის პროექტი] გამოხატავს ღრმა შეშფოთებას მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და გმობს „ქართულ ოცნების“ მიერ მის უკანონო დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას, რაც მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებში, აქტივისტებსა და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებაში შიშის გაღვივებას“, – ვკითხულობთ Greens/EFA-ს რეზოლუციის პროექტში.
„ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს „ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების“ (ECR) რეზოლუციის პროექტიც, რომელიც ასევე გამოქვეყნდა ევროპარლამენტის გვერდზე.
გარდა ამისა, ECR-ის რეზოლუციის პროექტი „ოცნებას“ მოუწოდებს დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს რეპრესიული კანონები, რომელიც აწესებს დაუსაბუთებელ შეზღუდვებს გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებზე.
„განაახლე ევროპის“ (Renew Europe) რეზოლუციის პროექტი გმობს მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის ლიდერების ძალადობრივ რეპრესიებს; ითხოვს ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, პოლიტიკური დევნისა და წამების შეწყვეტას და ხაზს უსვამს ფუნდამენტური უფლებების დაცვის აუცილებლობას საქართველოს კონსტიტუციისა და მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
Renew Europe-ის რეზოლუციის პროექტი ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და მოხდეს საფუძვლიანი გამოძიება იმ არასათანადო მოპყრობაზე, რომელიც მან განიცადა დაკავების დროს და მის შემდეგ.
„ვინაიდან მზია ამაღლობელი, ცნობილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორი, უკანონოდ ორჯერ დააკავეს 2025 წლის იანვარში და წაუყენეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები, რაც ხაზს უსვამს მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებას განსხვავებული აზრის აღსაკვეთად; ვინაიდან სახალხო დამცველმა გაასაჩივრა ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა არასაკმარისი მტკიცებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროცედურული დარღვევების მოტივით; ვინაიდან მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც სიცოცხლე საფრთხეშია“, – ვკითხულობთ Renew Europe რეზოლუციის პროექტში.
გარდა ამისა, Renew Europe რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ არ აღიარებენ 2024 წლის ოქტომბრის ს შედეგებს და „ქართული ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმურობას და მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ უკანონო რეჟიმს სახელმწიფო მიტაცებული აქვს.
Renew Europe რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და ს ლეგიტიმაცია.
Renew Europe რეზოლუციის პროექტი სალომე ზურაბიშვილს აღიარებს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად და მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ ამ აღიარებას და მის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარებისკენ.
მოუწოდებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, მიიწვიოს საქართველოს წარმომადგენლად ევროპის საბჭოს მომავალ სხდომაზე და ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მომდევნო სამიტზე.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკური ჯგუფებისა, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვს ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) რეზოლუციის პროექტში.

ასევე დაგაინტერესებთ