“ტორპედოს” გერმანიის 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

“ტორპედოს” ახალი სეზონიდან 3 წლის ვადით გერმანელი სპეციალისტები გაწვრთნიან, – -იტყობინება ქუთაისური კლუბის პრესსამსახური:
“დირკ შუსტერი 2016 წელს გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. იგი გამოირჩევა მოკრძალებული ბიუჯეტის გუნდებში მუშაობისას მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევით.
ის “დარმშტადტს” მესამე ბუნდესლიგაში ჩაუდგა სათავეში და ორ სეზონში ბუნდესლიგაში გადაიყვანა, ხოლო შემდგომ სეზონში ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაც მოახერხა. გარდა ამისა წარმატებით თანამშრომლობდა “აუგსბურგთან”, “ერცგებირგესა” და ბოლოს 2022-2024 წლებში “კაიზერსლაუტერნთან”. ეს უკანასკნელიც მან მეორე ბუნდესლიგაში გადაიყვანა და ზედიზედ ორ სეზონში ათეულში ადგილი შეანარჩუნებინა.
მან პირველ კომენტარში ხაზი გაუსვა იმ
ნდობას, რაც მასსა და გუნდის მენეჯმენტს შორის პირველივე შეხვედრის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო გადამწყვეტი როლი იქონია პროექტის მასშტაბმა და იმ შესაძლებლობებმა, რაც “ტორპედოს” საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას უკავშირდება.
მისი ასისტენტი საშა ფრანცი იქნება, რომელთანაც მას თანამშრომლობის 12 წელი აკავშირებს.
გერმანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, გუნდი მარბელაში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს”.
შუსტერის დათანხმება არარის პატარა ჩვენი “ჩახდილი” ელიგის დონეს თუ გავითვალისწინებთ. წარმატებები, ერთი ესენი ცდილობენ რაღაცას ეს მწვრთნელიც აქ 3 000 $ და ამბიცია/სერიოზული ფინანსური გარანტიის გარეშე რომ არ ჩამოვიდოდა ფაქტია ბუნდესლიგა 1 და 2 დიდხნიანი კარიერა ქონდა და თუ მოუყვანეს ის ხალხი ვისაც ეტყვის კერესელიძეს 1-2 სეზონში გაიყვანს კონფერენსზე ტორპედოს.