სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა “ესპეროსი” სტუმრად დამარცხდა

დუდა სანაძის “ესპეროსმა”, რომელიც საბერძნეთის მე-2 ლიგაში ასპარეზობს, პრინციპული მატჩი წააგო. ესპეროსელები სტუმრად შეხვდნენ ლიგის აუტსაიდერ “ნიარ ისტს” და 61:87 წააგეს.
ქართველი ლეგიონერი ესპეროსელთა ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. სანაძე გახლდათ ერთადერთი, რომელიც 10-ქულიან ზღვარს ასცდა. მან სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 7-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. სანაძის შემდეგ “ესპეროსში” 8-8 ქულა ჰქონდათ ანდრეა ცუმანისს და გეორგიოს გარეზოსს.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში