საქართველოში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ტაქსი ყველაზე ძვირია

Numbeo-მ 98 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის ფასების შესახებ ინფორმაცია განაახლა. სიის სათავეში შვეიცარიაა, სადაც 1 კმ-ზე ტაქსის ფასი 4.29 დოლარს შეადგენს. რეიტინგის მიხედვით, ყველაზე იაფი ტაქსი შესწავლილი ქვეყნებიდან ფილიპინებზეა და 26 ცენტს უტოლდება.
5 ქვეყანა, სადაც ტაქსი ყველაზე ძვირია, ასე გამოყურება:
· შვეიცარია - 4.29 დოლარი;
· ლუქსემბურგი - 3.67 დოლარი;
· ქუვეითი - 3.24 დოლარი;
· მავრიკი - 3.21 დოლარი;
· ალბანეთი - 3.13 დოლარი.
ტაქსი ყველაზე იაფი შემდეგ ქვეყნებშია:
· ფილიპინები - 26 ცენტი;
· მოლდოვა - 27 ცენტი;
· ინდოეთი - 28 ცენტი;
· უზბეკეთი - 30 ცენტი;
· ეგვიპტე - 30 ცენტი.
რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 72-ე ადგილზე მოხვდა.
მონაცემებიდან ირკვევა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია. Numbeo-ს მონაცემებით, 1 კმ-ზე ტრანსპორტირების ფასი საქართველოში 72 ცენტს შეადგენს. რეგიონის ქვეყნების მონაცემები კი ასე გამოყურება:
· თურქეთი - 77-ე ადგილი, 64 ცენტი;
· აზერბაიჯანი - 80-ე ადგილი, 59 ცენტი;
· რუსეთი - 92-ე ადგილი 31 ცენტი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.