არქივი9 თებერვალი, 2025, 15:57
კანიე უესტი აცხადებს, რომ მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი შეცდომით დაუსვეს და სინამდვილეში აუტიზმის სინდრომი აქვს

ამერიკელი რეპერი, კანიე უესტი აცხადებს, რომ მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი შეცდომით დაუსვეს და სინამდვილეში აუტიზმის სინდრომის დიაგნოზი აქვს. ინფორმაციას guardian-ი ავრცელებს.
მომღერლის განმარტებით, ხელახალი ტესტირება მას მეუღლემ, ბიანკა ცენსორმა შესთავაზა.
"ექიმთან ჩემმა ცოლმა წამიყვანა. ის ამბობდა, რომ ჩემი ხასიათი ბიპოლარულს არ ჰგავდა. ახლა აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში ჩემი დიაგნოზი აუტიზმია", - განაცხადა მომღერალმა.
კანიე უესტის თქმით, დიაგნოზი მას დაეხმარა უკეთ გაეგო ზოგიერთი საკუთარი ქცევა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.