“ოცნება იძულებული გახდა ეზეიმა დღეს”- ანა ნაცვლიშვილი

თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიებაზე მისულმა “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა:
“ქართველი ხალხი ზეიმობს დღეს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს აქვთ სიხარულის განცდა და იმედის იმპულსი, ამიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეს გადაწყვეტილება. ვულოცავ საქართველოს და ვულოცავ ევროპას. გუშინდელი გადაწყვეტილება, მიუხედავად წინააღმდეგობისა, იყო დიპლომატიის და პოლიტიკის მასტერკლასი, რომ ვერ დაიბლოკა გადაწყვეტილება. ახლა რაც არის მთავარი, რომ ჩვენ სწრაფად გავაგრძელოთ სვლა, იმიტომ, რომ საბოლოო მიზანი არის დროზე გავხდეთ სრულუწლებიანი წევრი. ოცნება, რომელიც თვეების განმავლობაში დასავლეთის ლანძღვით იყო დაკავებული, იძულებული გახდა ეზეიმა დღეს და ეს ღონისძიება მოეწყო, იმიტომ, რომ ხალხის ნება არის ასეთი”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატალია კანემი – UNFPA-ს მიზანია, აღკვეთოს გენდერული ნიშნით ძალადობა მსოფლიო მასშტაბით, დაიცვას ქალები და გოგოები და დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლებს ტრავმის გადალახვასა და ძალების აღდგენაში

მიხეილ სააკაშვილი – ყველა ერთად ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით 9-წლიანი საამაყო „ოქროს ხანის“ დროს – აღნიშნულზე მაგარ რაღაცებს შევქმნით, ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შეტევა, კიდევ ერთხელ შეტევა!