პიოტრ ზელინსკი 2023/2024 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით “ინტერს” შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფაბიო სანტინი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პოლონელმა ნახევარმცველმა “ნერაძურისთან” 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
“ზელინსკიმ “ინტერთან” ხელშეკრულება გააფორმა, მან საუდის არაბეთიდან მიღებულ შეთავაზებაზე უარი თქვა, ასევე დე ლაურენტისის წინადადებაც იუარა, მან “ნერაძურისთან” 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, მისი ხელფასი სეზონში 3.5 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება”, – განაცხადა სანტინიმ.
შეგახსენებთ, ზელინსკი “ნაპოლის” 2016 წლიდან იცავს.