– ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ვგულშემატკივრობდით, როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას – ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნების წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნა მიულოცა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნების წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე.
„ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ვგულშემატკივრობდით, როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნების წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. მოხარული ვართ, რა თქმა უნდა, რომ მოლაპარაკებები გაიხსნა, როგორც უკრაინისთვის, ასევე მოლდოვისთვის. ვულოცავთ უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას და იმედი გვაქვს, რომ და მოლდოვა ასევე, მალე გახდებიან ევროკავშირის წევრები“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ