“საფრანგეთის ჩემპიონატს საკმარისად არ აფასებენ” – ლუის ენრიკემ წილისყრაზე კომენტარი გააკეთა

დღეს ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე გაირკვა, რომ პსჟ მერვედფინალში გასასვლელ პლეი-ოფში “ბრესტს” დაუპირისპირდება, რომელსაც ხვალ ლიგა 1-ის მეოცე ტურში ესტუმრება. წილისყრის შესახებ პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
“ეს სხვადასხვა ტურნირებია. 1/8-ფინალში ფრანგული გუნდი იქნება, რაც პოზიტიურია. ჩვენ საფრანგეთის პირველობის ლიდერები ვართ და პლეი-ოფის ორ მატჩში კარგად უნდა ვითამაშოთ. ეს განსხვავებული დაპირისპირებები იქნება. ჩვენს ჩემპიონატს საკმარისად არ აფასებენ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე ასპარეზობას 4 ფრანგული გუნდი აგრძელებს.
“პარი სენ ჟერმენი” ს ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანს და მას უკვე ყველა ტურნირზე შეეძლება მონაწილეობის მიღება.