“ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის ძებნას აგრძელებს, მოგეხსენებათ, “პარტენოპეის” პირველი სამიზნე “იუნაიტედის” შემტევი ალეხანდრო გარნაჩო გახლდათ, თუმცა აურელიო დე ლაურენტისმა არგენტინელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვა.
ამის შემდეგ ნეაპოლელები მოლაპარაკებებს “დორტმუნდის” ახალგაზრდა ფეხბურთელ კარიმ ადეიემისთან აწარმოებდნენ, გერმანელები ფორვარდის 40 მილიონ ევროდ გასხვისებაზე თანახმა იყვნენ, მაგრამ “პარტენოპეიში” გადასვლაზე უარი თავად კარიმმა განაცხადა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, “ნაპოლი” მოლაპარაკებებს ამჯერად პსვ-ს შემტევთან, ნოა ლანგთან აწარმოებს. ნიდერლანდელმა იტალიურ კლუბში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. გამოცემის ინფორმაციით, პსვ ლანგის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მოითხოვს.
მიმდინარე
სეზონში ნოამ პსვ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 26 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 8 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
