კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ძალიან ხშირია შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტის დაზიანების შემთხვევები

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ძალიან ხშირია შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტის დაზიანების შემთხვევები.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, 12 ერთეული ასეთი ლიფტიდან, 8 არის დაზიანებული.
თბილისის მერმა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობას დაავალა, ყველა ასეთი ლიფტი მოწესრიგდეს, განახლდეს და რეაბილიტირდეს.
„ჩვენ, დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილებში გვაქვს დაყენებული 12 ერთეული ლიფტი, რომელიც შშმ პირებს ემსახურება. ამ 12 ლიფტიდან 8 არის დაზიანებული. ჩვენ გვქონდა შეხვედრა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობასთან და ძალიან ხშირია ვანდალიზმის შემთხვევები. რეაბილიტირდება ლიფტები, ერთი, ორი, სამი დღე და შემდეგ ხდება ვანდალიზმის ფაქტები, მიზნობრივად აზიანებენ. მინდა კიდევ ერთხელ დავავალო „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობას, რომ ქალაქში ყველა ასეთი ლიფტი იყოს მოწესრიგებული, განახლებული და რეაბილიტირებული. 12-ვე ლიფტი უნდა ფუნქციონირებდეს გამართულად. შეიძლება სამეთვალყურეო კამერები დავაყენოთ, რომ უფრო უსაფრთხო იყოს და ვერ შეძლონ მისი დაზიანება. მოსახლეობასაც მინდა ვთხოვო, რომ გავუფრთხილდეთ. ეს ხომ ჩვენთვის, ყველასთვის კეთდება. ჩემი თხოვნა და დავალება იქნება „თბილსერვისისადმი“, რომ მთლიანად მოხდეს რეაბილიტაცია და განახლება აღნიშნული ლიფტების, რომელიც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე არის დაყენებული. მაქსიმალური ყურადღება, რომ ყველა ლიფტი გამართულად მუშაობდეს და ემსახურებოდე ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამის საჭიროება აქვს“,-განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ